საქართველო თურქეთში ჩასული უცხოელი ტურისტების რაოდენობის მხრივ მეოთხე ადგილზეა

საქართველო, თბილისი - 15:44 | 09.01.2016
ნანახია: 1340

 

2015 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, თურქეთი 34 მლნ 779 ათას 841 უცხოელმა ტურისტმა მოინახულა. სტატისტიკური ინფორმაციით, მიხედვით, საერთო ტურისტებში გერმანელი ტურისტების წილი 5 მლნ 403 ათას 222 პირი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქეთით დაინტერესებულ

უცხოელ ტურისტებში გერმანიამ პირველი ადგილი დაიკავა. უნდა აღინიშნოს, რომ ადრინდელი მონაცემებით რუსეთი პირველ ადგილს იკავებდა თუმცა ეკონომიკური კრიზისისა და რუბლის დევალვაციის ფონზე რუსი ტურისტების რიცხოვნება თურქეთის საერთო ტურისტების რაოდენობაში მეორე ადგილით შემოიფარგლა.

გასული წლის 11 თვის მონაცემებით თურქეთს 2 მლნ 623 ათას 518 რუსი ტურისტი სტუმრობდა.

რუსეთის შემდეგ რეიტინგში მოდიან დიდი ბრიტანეთი, საქართველო და ბულგარეთი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე