მამაკაცების 56,3 % მიიჩნევს, რომ ქალს, რომელსაც პრეზერვატივი აქვს, უწესო და „ადვილად ხელმისაწვდომია”

საქართველო, თბილისი - 20:11 | 16.06.2020
ნანახია: 722

საქართველოში არსებული გენდერული სტერეოტიპების შესახებ ახალი კვლევა გამოქვეყნდა. კვლევა – „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“ გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) წარმოადგინეს.

კვლევის მიხედვით, 2019 წელს გამოკითხულო კაცების 56,3 % ეთანხმება აზრს, რომელსაც პრეზერვატივი აქვს უწესო და „ადვილად ხელმისაწვდომია“. იგივე ოსაზრებას ეთანხმება ქალების 31,1 პროცენტი.

კვლევა მოიცავს რაოდენობრივ და თვისობრივ კომპონენტებს. რაოდენობრივი კვლევა ფარავს მთელ საქართველოს (საქართველოს ხლისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს), ხოლო თვისობრივი კვლევა ჩატარდა 5 რეგიონში. რაოდენობრივი კვლევის რეპრეზენტატული შერჩევა განხორციელდა 18 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან. რესპონდენტები გამოკითხეს პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით.

თვისობრივი კვლევა ჩატარდა ფოკუსჯგუფებში დისკუსიების (FGDs) მეთოდით.

კვლევის შერჩევის მოცულობა: 2408 რესპონდენტი. შერჩევა მოიცავს დაახლოებით 1102 კაცს (46%) და 1296 ქალს (54%). კვლევა, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით 2019 წელს ჩატარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე