უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, ორმხრივი პნევმონიის გამო კლინიკაში გადაიყვანეს

საქართველო, თბილისი - 14:53 | 16.06.2020
ნანახია: 1660

უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, რომელიც გასულ კვირას კორნავირუსით დაავადდა  კლინიკაში გადაიყვანეს.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაცია Facebook-ის გვერდზე წერს, რომ ოლენა ზელენსკას საავადმყოფოში გადაყვანა ორმხრივი პნევმონიის გამო გახდა საჭირო. არსებული ინფორმაციით, მას საშუალო სიმძიმის პნევმონია აქვს და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ვოლოდიმირ ზელენკისა და მისი შვილების განმეორებითმა ტესტირებამ COVID-19-ზე კვლავ უარყოფითი შედეგი დააფიქსირა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე