სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 425 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 14:29 | 16.06.2020
ნანახია: 658

სომხეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გასულ 24 საათში 425-ით გაიზარდა და 17 489-ს მიაღწია, გარდაიცვალა კიდევ რვა ადამიანი. ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 10 529 პაციენტი, ამ დროისათვის კორონავირუსზე ჩატარებულია 85 556 ტესტი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე