ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია, დამწვარია 4000 კვადრატამდე სასაწყობე ჯიხურები

საქართველო, თბილისი - 10:36 | 16.06.2020
ნანახია: 518

ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ განაცხადა.

დამწვარია 4000 კვადრატამდე სასაწყობე ჯიხურები.

„ადგილზე უსაფრთხოების მიზნით რჩება კიდევ სამი სახანძრო ავტოცისტერნა. მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველებს მოუწიათ ადგილზე ყოფნა“,- აღნიშნა კერესელიძემ.

მისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები.

‌„ადგილზე არიან შესაბამისი სამსახურები, რომლებიც დაადგენენ ხანძრის გამომწვევ მიზეზს. ხანძარი სავარაუდოდ შუა ნაწილში განჩნდა. ‌გვქონდა ინფორმაცია, რომ ასევე ინახებოდა ადვილად აალებადი ნივთები, მოგეხსენებათ, გვერდით არის ბენზინგასამართი სადგური. გვქონდა ინფორმაცია, რომ ინახებოდა ფოიერვერკები“,- განაცხადა კერსელიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე