იტალიაში, გასულ 24 საათში კორონავირუსით 26 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 2 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

საქართველო, თბილისი - 21:26 | 15.06.2020
ნანახია: 565

იტალიაში, გასულ 24 საათში კორონავირუსით 26 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 2 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. წინა ერთ დღე-ღამეში COVID-19-მა 44 ადამიანი იმსხვერპლა. მონაცემებს ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახური ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილია 34 371 პაციენტი.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 303 შემთხვევა და საერთო ჯამში ამ მაჩვენებლმა 237 290 შეადგინა.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 640-ით გაიზარდა და 177 010-ს მიაღწია.

 იტალიის 20 რეგიონში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. კიდევ ოთხ ოლქში დაფიქსირდა დაინფიცირების თითო-თითო შემთხვევა.

დღეიდან იტალიაში ძალაში შევიდა შეზღუდვების მორიგი შერბილება, ქვეყანაში მუშაობა განაახლეს თეატრებმა და კინოთეატრებმა, იტალიელი ტურისტებისთვის შესაძლებელი გახდა ევროპის სახელმწიფოებში მოგზაურობაც.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე