Lenovo Motorola-ზე უარს ამბობს

საქართველო, თბილისი - 17:10 | 09.01.2016
ნანახია: 1328

კომპანია Lenovo ბრენდ Motorola-ზე უარს აცხადებს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Motorola-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რიკ ოცტერლოხმა CNET-თან ინტერვიუსას გააჟღერა.

როგორც ირკვევა სმარტფონების წარმოებისას Lenovo ბრენდ Motorola-ს ნაცვლად Moto by Lenovo-ს გამოიყენებს.

ცნობილი ხდება ასევე, რომ Moto by Lenovo-ს ბრენდით საკმაოდ მაღალი ხარისხის სმარტფონები გამოვა, ხოლო Lenovo საბიუჯეტი მოდელებს ისევ Vibe-ს ხაზით გამოუშვებს.

ასევე Lenova ამ დრომდე უარს არ აცხადებს Motorola-ს ლოგოტიპზე და მის ლოგოს - М - იტოვებს.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს Motorola-ს ბიზნესი კორპორაცია Google-მა იყიდა, თუმცა 2014 წლის დასაწყისში მისი შესყიდვა უკვე Lenovo-მ მოახდინა, რაშიც 2,91 მლრდ დოლარი გადაიხადა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე