კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 2 სამედიცინო პერსონალია, 10 საკარანტინო სივრციდან, 1 საბურთალოს უკავშირდება, ორის ინფიცირების წყარო უცნობია

საქართველო, თბილისი - 10:46 | 15.06.2020
ნანახია: 499

საქართველო კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია, 10 საკარანტინო სივრციდანაა, 1 საბურთალოს უკავშირდება, ორის ინფიცირების წყარო უცნობია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დაგვემატა 15 ახალი შემთხვევა და გახდა 879. გამოჯანმრთელებული მხოლოდ ერთია და ამჟამად არის სულ 704. ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში მკურნალობს 161 პაციენტი. 15 დადასტურებული შემთხვევიდან ორი არის სამედიცინო პერსონალი, ხუთი არის საკარანტინო სივრციდან, იმპორტირებული შემთხვევა, ხუთი გახლავთ ისევ საკარანტინო სივრციდან, ოღონდ კონტაქტები დადასტურებულ შემთხვევებთან, ერთი არის საბურთალოს წყაროსთან დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და ორის წყაროს მოძიება გრძელდება“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე