აშშ-ში პოლიციელმა კიდევ ერთი აფროამერიკელი მოკლა

საქართველო, თბილისი - 12:37 | 14.06.2020
ნანახია: 1315

აშშ-ის ქლაქ ატლანტაში პოლიციელმა კიდევ ერთი აფროამერიკელი მოკლა. ატლანტაში 27 წლის რეიშარდ ბრუკსი სამართალდამცველმა პარასკევს საღამოს სასიკვდილოდ დაჭრა. ინციდენტი სწრფი კვების ობიექტთან მოხდა. კაფეს სიახლოვეს იდგა ავტომობილი, რომელშც მამკაცს ეძინა, სწრაფი კვების ობიექტის წარმომადგენლებმა პოლიცია გამოიძახეს, რადგან მათი თქმით, ავტომობილი მომხმარებლებს ხელს უშლიდა. ალკოჰოლზე ტესტის ჩატარების შემდეგ, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა, მამაკაცმა პოლიციელს ელექტროშოკის აპარატი წაართვა და გაქცევა სცადა. რის შემდგაც სამართლდამცველმა მისი მიმართულებით გაისროლა. ბრუკსი საავადმყოფოში ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.

მომხდარის შემდეგ ატლანტის პოლიციის უფროსი ერიკა შილდსი თანამდებობიდან გადადგა. პოლიციელი კი, რომელმაც ბრუკს ესროლა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

შეერთებულ შტატებში, მინეაპოლისში აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას შემდეგ საპროტესტო აქციები ამ დრომდე არ წყდება.

30 მაისს აღნიშნულ საქმეზე დააკავეს პოლიციელი, დერეკ შოვინი, რომელსაც წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის ბრალდება წარუდგინეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ პოლიციელს უფრო მძიმე მუხლი წაუყენონ, ასევე პასუხი აგონ პოლიციის სხვა ოფიცრებმაც, რომლებიც ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე