საქართველოში კორონავირუსით მე-14 პაციენტი ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 23:56 | 13.06.2020
ნანახია: 625

კორონავირუსისგან გარდაცვლილი მეთოთხმეტე პაციენტი, 68 წლის მამაკაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სეფსისის ცენტრიდან შეიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იყო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განუცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, მამაკაცს „კოვიდ-19“-ის ვირუსი უკვე აღარ ჰქონდა ორგანიზმში, მაგრამ კანდიდოზური პნევმონიითა და მისი ყველა გართულებების გამო, მკურნალობა აღმოჩნდა უშედეგო.

„გარდაიცვალა პაციენტი ჩვენს კლინიკაში, 68 წლის მამაკაცი, რომელიც გადმოყვანილი იყო სეფსისის ცენტრიდან. იქ მკურნალობდა დაახლოებით 4-5 დღე „კოვიდით“. დინამიკიში გამოიხატა სუნთქვის უკმარისობა. შემოყვანისთანავე იყო მართვით სუნთქვაზე, ჰემოდინამიკა იყო დარღვეული, ანამნეზში ჰქონდა არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა. ჩატარებული მკურნალობა აღმოჩნდა უშედეგო და სამწუხაროდ, პაციენტი გარდაიცვალა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსისგან მეთოთხმეტე პაციენტი დღეს გარდაიცვალა. ამის შესახებ უკვე აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე