სომხეთში, ბოლი 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 14:58 | 13.06.2020
ნანახია: 668

სომხეთში, ბოლო 24 საათში COVID-19-ით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

 „გუშინ ჩვენ გვქონდა რეკორდი (COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევათა გამოვლენის კუთხით) – 723 ახალი შემთხვევა. ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 442“, - განაცხადა ფაშინიანმა  Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, ძირითად პრობლემად რჩება მოქალაქეების მხრიდან ანტიეპიდემიოლოგიური წესების უგულებელყოფა.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 16 004-ს შეადგენს, გარდაიცვალა 264 პაციენტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე