ეს იყო უდიდესი სოლიდარობის დღე - გიორგი გახარია 13 ივნისზე

საქართველო, თბილისი - 14:44 | 13.06.2020
ნანახია: 761

დიდი ტრაგედია მოხდა თბილისში, საქართველოში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა მივუსამძიმროთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 13 ივნისის მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ, მედიასთან განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ 2015 წლის 13 ივნისიდან უკვე 5 წელი გავიდა და ყველაფერთან ერთად, ეს იყო ძალიან დიდი ერთიანობის დღე.

„ეს იყო უდიდესი სოლიდარობის და ერთმანეთზე ზრუნვის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა, უაღრესი ძალა და ენერგია გამოავლინეს. გამოავლინეს უაღრესი ძალა და ენერგია ერთსულოვნების, ერთად დგომის, ერთმანეთზე ზრუნვის. გამოავლინეს უდიდესი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. დღესაც, ჩვენ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ეპიდემია, ეს არის დიდი კრიზისი, როდესაც იგივე ხარისხის ერთსულოვნება, ერთმანეთზე ზრუნვა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვჭირდება. რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს დაღუპული ადამიანები, უნდა გვახსოვდეს ის გმირობა, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდებმა ჩაიდინეს. ასე იქმნება წარმატებული სახელმწიფოები, ასე ყალიბდება წარმატებული და დიდი თაობები და მე იმედი მაქვს, რომ ეს ის ახალგაზრდობა იყო, რომელიც სულ მალე, საქართველოს ახალი რელოაბის შექმნაში მიიღებს პირდაპირ მონაწილეობას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე