ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 20:04 | 12.06.2020
ნანახია: 674

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ერთით გაიზარდა და 37-ს მიაღწია.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულია კურსანტი, რომელსაც უახლოესი საათების განმავლობაში გუდაუთის ჰოსპიტალში მოათავსებენ.სულ ტესტირებისთვის ბიომასალა 23 ადამიანს აუღეს.

12 ივნისის მონაცემებით, დე ფაქტო აფხაზეთში ახალი კორონავირუსი სულ დადასტურებული აქვს 37 ადამიანს. მათგან 27 უკვე გამოჯანმრთელდა, 8 ჰოსპიტალიზებულია, 1 გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე