სომხეთში მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია - ნიკოლ ფაშინიანი

საქართველო, თბილისი - 15:12 | 12.06.2020
ნანახია: 753

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნოკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებულ კლინიკებში მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია. მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებებში საწოლების რაოდენობა იწურება.

 „მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია. კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის მომზადებული 1 857 საწოლიდან 1 551, ხოლო რეანიმაციის 239-დან 204 საწოლი უკვე დაკავებულია“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც ფაშინიანმა აღნიშნა სომხეთის მოსახლეობა არ იცავს კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებულ წესებს. მან არ გამორიცხა რომ ხელისუფლება, შესაძლოა, წავიდეს ტოტალურ ღონისძიებებზე, რაც ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში გამოვლენილია კორონავირუსის 15 281 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 639, გარდაიცვალა 258 ადამიანი. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით, 13 ივლისამდე გახანგრძლივდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე