ბიძინა ივანიშვილს, პრაქტიკულად, გამოსავალი არ რჩება ამ ვერდიქტის შემდეგ - ნინო ბურჯანაძე

საქართველო, თბილისი - 18:33 | 11.06.2020
ნანახია: 1421

როგორც კი სანქციებს დაუწესებენ, თავად "ქართული ოცნების" წარმომადგენლები გაუსწრებენ ერთმანეთს, ვინ უფრო სწრაფად დატოვებს ივანიშვილს, - განაცხადა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენების კრიტიკაზე.

"ეს არის კატასტროფა "ქართული ოცნების" ხელისუფლებისათვის და ბიძინა ივანიშვილს, პრაქტიკულად, გამოსავალი არ რჩება ამ ვერდიქტის შემდეგ, ან ის უნდა შეეგუოს, რომ არჩევნების გზით წავიდეს ხელისუფლებიდან და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება" განწირული კატასტროფული წაგებისთვის, ან უნდა შეეგუოს, რომ როგორც კი მას სანქციებს დაუწესებენ, თავად "ქართული ოცნების" წარმომადგენლები გაუსწრებენ ერთმანეთს, ვინ უფრო სწრაფად დატოვებს ბიძინა ივანიშვილს“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

13-მა კონგრესმენმა ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშში, რუს და უკრაინელ ოლიგარქებთან ერთად სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილისთვისაც ითხოვა. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე