ზელენსკი ამბობს, რომ სააკაშვილს სთავაზობდა რეფორმების საკითხებში მრჩევლის თანამდებობას, მაგრამ მან უთხრა, რომ ეს მისი დონე არ იყო

საქართველო, თბილისი - 14:38 | 11.06.2020
ნანახია: 941

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს  მიხეილ სააკაშვილს სთავაზობდა რეფორმების საკითხებში მისი მრჩევლის თანამდებობას, მაგრამ სააკაშვილმა უარი თქვა და განაცხადა, რომ „ეს მისი დონე არ იყო“.

„მე და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს შევხვდით. მან მითხრა: „მინდა დაგეხმაროთ“. შედგა რამდენიმე შეხვედრა, ის მოდიოდა სხვადასხვა ადეკვატური რჩევით. სააკაშვილმა მკითხა: „თქვენ სად მხედავთ?“  ვუპასუხე: „მინდა, რომ თქვენ თავად დაფიქრდეთ და დაინახოთ თქვენი სტატუსი“. მე მას შევთავაზე: „შეგიძლიათ იმუშაოთ ჩემს მრჩევლად რეფორმების საკითხებში“. ის მეუბნება: „ეს ჩემი დონე არ არის“, - განაცხადა ზელენსკიმ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში.

ამასთან, ზელენსკიმ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს უსამართლობა უწოდა.

ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი მაისის დასაწყისში უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე