"ევროპული საქართველოს“ და ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილის წინა ხაზზე სააკაშვილი ვერ იქნება - გიგა ბოკერია

საქართველო, თბილისი - 14:19 | 11.06.2020
ნანახია: 532

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ეხმაურება საქართველოს ექსპრეზიდენტის, უკრაინის მაღალჩინოსნის, მიხეილ საკააშვილის, განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ არჩევნებზე "ადგილების გაყოფის დრო არ არის" და წინა ხაზზე თვითონ იქნება.

"ევროპული საქართველოს და ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილის წინა ხაზზე სააკაშვილი ვერ იქნება და არ იქნება და ნაციონალური მოძრაობა მის პარტიაში თუ თვლის მათთვის სასარგებლოდ სააკაშვილის წინა ხაზზე ყოფნას, ეს მათ უნდა ჰკითხოთ", - ამბობს ბოკერია.

11 ივნისს საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა, ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების მიერ საერთო კანდიდატების დაყენების კონტექსტში თქვა, რომ "ახლა ადგილების გაყოფის დრო არ არის". სააკაშვილის თქმით, "წინა ხაზზე" თავად იდგება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე