ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი ქვეყნის სუვერენეტიტეტის, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი - წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 14:13 | 11.06.2020
ნანახია: 879

ივანიშვილი არის, ჯერჯერობით ერთადერთი, ვინც არის ჩვენი ქვეყნის სუვერენეტიტეტის, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის გარანტი. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კომენტარი გააკეთა შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრების ანგარიშზე, სადაც ბიძინა ივანიშვილი კრემლის ახლო მოკავშირედ არის მოხსენებული.

"ბიძინა ივანიშვილი არის, ამას უკვე სერიოზულობით ვამბობ, ფიგურა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე და რეალობაში, რომელიც არის ჯერჯერობით ამ ქვეყანაში ერთადერთი, ვინც არის ჩვენი ქვეყნის სუვერენეტიტეტის, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის გარანტი. შესაბამისად თუ ოპოზიციისთვისა და მისი ლობისტებისთვის ვინმე ჟორიკა არის სტაბილიზატორი, მომეცით უფლება, რომ ეს არ გავიზიარო". - განაცხადა წულუკიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე