26 იანვარს Apple კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

საქართველო, თბილისი - 18:28 | 08.01.2016
ნანახია: 1501

კომპანიამ კუპერტინოდან დააკმაყოფილა საკუტარი მომხმარებლებისა და საზოგადოების ინტერესი და კვარტლის შეჯამების თარიღი დაასახელა. როგორც ირკვევა, Apple 2015 წლის მეოთხე კვარტალს, რაც „ჩაკბეჩილი ვაშლისთვის 2016 წლის ფინანსური პირველი კვარტალია, 26 იანვარს შეაჯამებს და კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს.

ანალიტიკოსები „ჩაკბეჩილი ვაშლისგან“ ახალ რეკორდებსაც ელოდებიან, რაც კომპანიას სავარაუდოდ iPhone 6S -სა და iPhone 6S Plus-ის გაყიდვებიდან ექნება.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ Apple Apple Watch-ის შესახებ ფინანსურ ინფორმაციასაც გაასაჯაროებს, რაც კომპანიას აქამდე არ გაუკეთებია.

წინასწარი ინფორმაციით, Apple-ის სმარტფონების რეალიზაციის მაჩვენებელი 80 მლრდ ეგზემპლიარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზრდა 30 %-ია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე