ეიფელის კოშკი ტურისტებისთვის 25 ივნისს გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 20:12 | 09.06.2020
ნანახია: 638

ეიფელის კოშკი, რომელიც დაახლოებით სამი თვის განმავლობაში კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაკეტილი იყო, ტურისტებისთვის 25 ივნისს გაიხსნება. კოშკის დათვალირებელის მსურველებს აუცილებლად უნდა ეკეთოთ ნიღბები.

პარიზის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა 13 მარტს დაიკეტა.

უსაფრთხოების მიზნით, ტურისტებმა და თანამშრომლებმა უნდა დაიცვან მკაცრი სანიტარული ნორმები, კერძოდ, ნიღბების ტარება სავალდებულოა 11 წელს ზევით ასაკის პირებისთვის.

დასაწყისში კოშკზე ასვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ კიბის მეშვეობით მეორე სართულამდე. იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული დამთვალიერებლების გადაკვეთა, კოშკზე ასვლა განხორციელდება აღმოსავლეთით მდებარე კიბის საშუალებით, ჩამოსვლა კი მოხდება დასავლეთით განთავსებული კიბიდან. ლიფტები, მოგვიანებით ამუშავდება, როდესაც ეპიდემიოლოგიური ვითარება უფრო მეტად დასტაბილურდება. კოშკის ყველაზე მაღალი წერტილი კვლავ დაკეტილი იქნება.

ბილეთების შეძენა რეკომენდირებულია წინასწარ, ინტერნეტის მეშვეობით. ბილეთების გაყიდვის დრო უახლოეს დღეებში გამოცხადდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე