iPhone 7 ჯერ არ გამოსულა, თუმცა მისი კლონი უკვე გამოჩნდა

საქართველო, თბილისი - 18:27 | 08.01.2016
ნანახია: 1719

ჩინური კომპანია GooPhone, რომელიც iPhone 6-ის კლონირებითაა ცნობილი, მალე iPhone 7-ს კლონსაც წარმოადგენს. GooPhone-ს მიერ წარმოებული GooApple i6, რომელიც ზალიან გავს iPhone 6-ს თუმც Android-ის სისტემაზე მუშაობს, საკმაოდ პუპულარულია. ამ ფონზე კომპანიამ iPhone 7-ის კლონზეც დაიწყო მუშაობა. გავრცელებული ინფორმაციით, GooApple i7-ში თავს მოიყრის ყველა ის დეტალი, რომელიც iPhone 7-ზე წინასწარ ვრცელდება. თუ როდის ჩაეშვება გაყიდვაში GooApple i7 ან რა ეღირება, ამ დროისათვის უცნობია.

წინასწარ უკვე ცნობილია, რომ GooApple i7-ს Android 6.0 ექნება.

უნდა აღინიშნოს, ადრე GooPhone Apple-ს სასამართლოთი „ემუქრებოდა“ და მას დიზაინის კოპირებაში „ადანაშაულებდა“. ცხადია ეს GooPhone-ს მხრიდან კარგად გათვლილი პრ კამპანია იყო, რომელმაც იმუშავა და გაამართლა. საგულისხმო დეტალიც: თავის დროზე GooPhone-მ საკუთარი GooPhone I5, ანუ iPhone 5-ის კლონი, ბაზარზე iPhone 5-ის გამოსვლამდე გამოიტანა.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე