წლის დასაწყისიდან App Store-ს რეკორდული გაყიდვები აქვს

საქართველო, თბილისი - 17:26 | 08.01.2016
ნანახია: 1446

Apple-ს ინფორმაციით, შობა-ახალის წლის დღესასწაულისთვის App Store-ს მომხმარებლები იმდენად აქტიურობდნენ, რომ გაყიდვების რეკორდიც კი დამყარდა.

უფრო კონკრეტულად, 21 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით Apple-ს პროდუქციის მფლობელებმა App Store-ში 1,1 მლრდ დოლარი დახარჯეს, საიდანაც 144 მლნ დოლარი ზუსტად 2016 წლის 1-ელ იანვარს დაიხარჯა.

აღნიშნული მაჩვენებლები კი App Store-სთვის რეკორდულია, რადგანაც სხვა წლებში შობა-ახალის წლის დღესასწაულებზე ანალოგიური აქტიურობები არ შეიმჩნეოდა.

2008 წელს, როდესაც App Store გაეშვა, გაყიდვებმა 40 მლრდ შეადგინა, თუმცა მას შემდეგ ინტერნეტ მაღაზიის გაყიდვები უფრო და უფრო იზრდებოდა.

როგორც „ჩაკბეჩილ ვაშლში“ აცხადებენ, წელს ყველაზე მეტად გაყიდვადი თამაშებია. კონკრეტულად თამაშებში კი მომხმარებელი ყველაზე მეტად Clash of Clans-სა და Monster Strike-ს ყიდულობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე