სომხეთის გენშტაბის უფროსი, რომლის შვილის ქორწილსაც კარანტინის დროს 100-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, თანამდებობიდან გადადგა

საქართველო, თბილისი - 20:48 | 08.06.2020
ნანახია: 699

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი არტაკ დავთიანი, რომლის შვილის ქორწილსაც კარანტინის დროს 100-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, თანამდებობიდან გადადგა. შესაბამის განკარგულებას სომხეთის პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა. მის ნაცვლად, გენშტაბის უფროსად გენერალ-ლეიტენანტი ონიკ გასპარიანი დაინიშნა.

ქორწილი 7 ივნისს გაიმართა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დავთიანის შვილმა ჯვარი ჯერ წმინდა გაიანეს ტაძარში დაიწერა, შემდეგ კი ერთ-ერთ აგარაკზე წვეულება გამართა. ქორწილს 100-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებიც.
დღესვე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სხვა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებიც შეცვალა. კერძოდ, ეროვნული უშიშროების საბჭოს დირექტორად პოლკოვნიკი არგიშტი კიარამიანი დაინიშნა, პოლიციის უფროსად კი – ვაგე კაზარიანი.

სომხეთში კორონავირუსის გავრცელების გამო მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა შექმნილი. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 13 325 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 211 ადამიანი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე