AZAL: ბაქო-თბილისი (ერთი გზა) 69 ევრო

საქართველო, თბილისი - 16:24 | 08.01.2016
ნანახია: 2339

AZAL-მა ახალი სატარიფო გეგმა აამოქმედა. 2016 წლის 1-ელი თებერვლიდან AZAL-მა აზერბაიჯანის აეროპორტებიდან განსახორციელებენ რეისებზე პრინციპულად ახალი ტარიფების სქემა გამოაქვეყნა.

როგორც ირკვევა, AZAL-ი ეკონომ კლასზე სამი სახის ბილეტებს გაყიდის: Budget, Discount და Comfort.

აღნიშნული სატარიფო სისტემით ბილეთების შეძენა უკვე 15 იანვრიდან იქნება შესაძლებელი.

Budget, Discount და Comfort ბორტზე კვებას არ ითვალისწინებს და მგზავრს უფასოდ მხოლოდ ხელბარგის (8კმ-მდე) გადატანა შეუძლია. თუმცა ვისაც მეტი ბარგი აქვს, მას შესაძლებლობა აქვს, რეისის განხორციელებამდე მინიუმ 12 საათით ადრე 20 ევროდ 23 კგ-მდე ბარგის გადატანის უფლება მოიპოვოს.

Budget სისტემით თბილისი-ბაქოს მიმართულებით (ერთი გზა) ფრენის ღირებულება 69 ევროა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე