ბოლო 24 საათში, ბრიტანეთში კორონავირუსით 55 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 19:33 | 08.06.2020
ნანახია: 599

გასულ 24 საათში, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 55-ით გაიზარდა და 40 597-ს მიაღწია. გამოვლინდა ინფიცირების 1 205 შემთხვევა და მისმა საერთო რაოდენობამ 287  399 შეადგინა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ლოკდაუნის დაწყებიდან. ერთი დღით ადრე კორონავირუსით გარდაიცვალა 77 ადამიანი, ხოლო ინფიცირების 1326 შემთხვევა გამოვლინდა.

ლონდონში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე