ვერსალის სასახლე სამთვიანი კარანტინის შემდეგ გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 13:40 | 06.06.2020
ნანახია: 1077

საფრანგეთში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის შემდეგ ვერსალის სასახლე დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა.

„დახურვიდან დიდი ხნის შემდეგ ვერსალის სასახლე და მიმდებარე ტერიტორია დღეს თავის კარს აღებს. სასახლის თანამშრომლები საგულდაგულოდ ემზადებოდნენ თქვენს მისაღებად“, - ნათქვამია Twitter-ზე განთავსებულ განცხადებაში.

უსაფრთხოების მიზნით დამთვალიერებლებმა აუცილებლად უნდა ატარონ ნიღბები.

სამუზეუმო კომპლექსი 13 მარტს COVID-19-ის გავრცელების ფონზე დაიხურა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე