პარიზში, პოლიციამ ანტირასისტული აქციის მონაწილეები დააკავა

საქართველო, თბილისი - 12:09 | 03.06.2020
ნანახია: 523

პარიზის პოლიციამ ანტირასისტული აქციის მონაწილეები დააკავა. მედიის ცნობით, არასანქცირებული აქციაზე, რომელიც ადამ ტრაორეს ოჯახის მხარდასაჭერად იმართებოდა, 18 პირი დააკავეს. დაკავების ზუსტი მიზეზები უცნობია.

მანიფესტაცია, რომელიც თავიდან მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

 საპროტესტო გამოსვლებში 20 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ის აფროამერიკელი ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე განმეორებითი სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის საპროტესტო აქციის ფარგლებშ გაიმართა. ახალგაზრდა კაცი 2016 წელს დააკავეს.

2016 წლის ზაფხულში პარიზში არეულობები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა, რომელიც 24 წლის ადამ ტრაორეს გარდაცვალებას მოჰყვა. ახალგაზრდა პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის დროს გარდაიცვალა. ტრაორეს ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციელებმა მოკლეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე