„ვითიბი ბანკი“ ქართული სპორტის მხარდაჭერისთვის დაჯილდოვდა

საქართველო, თბილისი - 14:14 | 08.01.2016
ნანახია: 1358

 

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ “ 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი“-ის დაჯილდოებაზე ვითიბი ბანკი ნომინაციაში „წლის ბიზნეს კომპანია“ დაჯილდოვდა. ამ ჯილდოთი, აღინიშნა ვითიბი ბანკის მიერ 2015 წელს სპორტის განვითარებასა და მხარდაჭერისთვის განხორციელებული პროექტები.

ცერემონიაზე ასევე გამოვლინდა „წლის საუკეთესო სპორტსმენი“ და სხვა კატეგორიებში გამარჯვებულები. ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პირველი პირები, მთავრობის წევრები, სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, ჟურნალისტები, გულშემატკივრები, სპეციალურად მოწვეული სტუმრები.

„ჩვენთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა ამ ნომინაციაში გამარჯვება, ვითიბი ბანკს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული სპორტის განვითარებაში. 2015 წლის განმავლობაში ბანკმა ჯამურად 2 400 000 ლარი გაიღო სპორტის მხარდასაჭერად. წარმატებას უსურვებთ ყველა სპორტსმენს და ვიმედოვნებთ, რომ ვითიბი ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპორტის განვითარებას, წინსვლას და წარმატებას“, განაცხადა ვითიბი ბანკის რისკების დირექტორმა ნიკო ჩხეტიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე