ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა დადასტურებულა

საქართველო, თბილისი - 21:01 | 02.06.2020
ნანახია: 645

ესპანეთში ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა დადასტურებულა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ეპიდემიის დაწყების დღიდან ესპანეთში კორონავრუსით 27 127 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 34 ინფიცირებული ბოლო ერთ კვირაში დაიღუპა. ქვეყანაში უკვე მეორე დღეა COVID-19-ით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი გარდაცვლილა.

გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 137 შემთხვევა გამოვლინდა, ერთი დღით ადრე კი ეს მაჩვენებელი 71-ს შეადგენდა. სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 239 932 შემთხვევაა რეგისტრირებული.

ბოლო ერთ კვირაში კლინიკებში 243 პაციენტი გადაიყვანეს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 11 ადამიანია მოთავსებული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე