მსოფლიოში კორონავირუსით 127-ზე მეტი ჟურნალისტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 18:08 | 02.06.2020
ნანახია: 600

127-ზე მეტი ჟურნალისტი ემსხვერპლა COVID-19-ს მსოფლიოს 31 ქვეყანაში. ინფორმაციას ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია Press Emblem Campaign (PEC) ავრცელებს.

PEC-ის მონაცემებით, 1 მარტიდან 31 მაისის პერიოდში კორონავირუსით სულ მცირე 27 ჟურნალისტი გარდაიცვალა. მათ შორის ორი მესამედი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაინფიცირდა. მხოლოდ მაისში კორონავირუსით მედიის 72 წარმომადგენელი გარდაიცვალა.

„მედიასაშუალებების თანამშრომლები ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ახალ ვირუსთან ბრძოლაში. მათი ვალია საზოგადოების ინფორმირება დაავადების გავრცელების შესახებ. ზოგიერთი მათგანი გარდაიცვალა დაცვის საშუალებების ნაკლებობის გამო თავიანთი სამუშაოს შესრულების დროს“, - განაცხადა PEC-ის გენერალურმა მდივანმა ბლეიზ ლემპენმა.

ჟურნალისტების გარდაცვალების ყველაზე მეტი ფაქტი ლათინური ამერიკის რეგიონში დაფიქსირდა. ასოციაციის ინფორმაციით, რეპორტიორების სიკვდილიანობის მხრივ პირველ ადგილზეა პერუ, სადაც კორონავირუსმა 15 ჟურნალისტი იმსხვერპლა, შემდეგ მოდის ბრაზილია და მექსიკა (13 -13), აშშ-ში ვირუსის შედეგად მედიის 12 თანამშრომელი გარდაიცვალა, რუსეთში -5.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე