ვალუტის გადამცვლელი პუნქტები 8 ივნისიდან გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 17:38 | 02.06.2020
ნანახია: 1122

ვალუტის გადამცვლელი პუნქტები 8 ივნისიდან გაიხსნება. ამ დროისათვის COVID-19-ის პრევენციისთვის სავალუტო ჯიხურების საქმიანობის განმსაზღვრელი კრიტერიუმები გაწერილი არ არის.

"თუმცა ეს ობიექტები იგივე წესებით იმუშავებს, როგორც საფინანსო ორგანიზაციები, რადგან ფულის გადაცვლის ოპერაციებს ასრულებენ", - განმარტა სავალუტო ჯიხურების ასოციაციის წარმომადგენელმა ვახტანგ გრიგალაშვილმა.

ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით 800-მდე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობაა შეჩერებული.

მთავრობის დადგენილებით, სავალუტო ჯიხურების საქმიანობა 31 მარტს შეჩერდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე