საქართველოში დაქორწინებულთა საშუალო ასაკი გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 20:50 | 11.05.2020
ნანახია: 907

საქტატის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში დაქორწინებულთა საშუალო ასაკი ქორწინების რიგითობის და სქესის მიხედვით 2018 წელთან შედარებით გაიზარდა და ქალისთვის 29,7 წელი, ხოლო მამაკაცისთვის 32,6 წელი შეადგინა. 2018 წელს ეს მაჩვენებელი ქალისთვის 29 წელი, მამაკაცის კი 32 წელი იყო.

საქსტატი აზუსტებს ქორწინების რიგოთობის მიხედვით საშუალო ასაკს, რომლის თანახმად, 2019 წელს პირველ ქორწინებაში მყოფი მამაკაცების ასაკი 30,7 წელი იყო, ხოლო ქალის - 28,1 წელი.

განმეორებითი ქორწინების საშუალო ასაკი კი მამაკაცის - 41,7 , ხოლო ქალის - 38,9 წელი იყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე