ბათუმში სებ-ის ყოფილ შენობაში სასტუმროს განთავსება იგეგმება

საქართველო, თბილისი - 11:15 | 08.01.2016
ნანახია: 1544

ბათუმში სებ-ის ყოფილ შენობაში სასტუმროს განთავსება იგეგმება. აღნიშნული მიზნით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, განმეორებით აუქციონზე ბათუმში, აბაშიძის ქუჩა N25/ და კ. გამსახურდიას ქუჩა N12-ში მდებარე შენობა გამოიტანა. ობიექტის საწყისი ღირებულება 4 მლნ 95 ათასი დოლარია და მისი გასხვისება 18 იანვარს ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება.

პირობების მიხედვით, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან მინიმუმ 5 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე (ძეგლის) მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით  შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულება წარმოდგენოს. ასევე ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში მინიმუმ 25 ნომერიანი სასტუმრო, სამორინე და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები განათავსოს, რაშიც ინვესტორს არანაკლებ 5 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს.

შენობის ახალი მფლობელი ვადდებულია ასევე, რომ, ქალაქის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებული წესებით, შენობის გუმბათში დამონტაჟებული საათის მოვლა-პატრონობა საკუთარ თავზე აიღოს. დღემდე აღნიშნული საათის მოვლა-პატრონობას ბათუმის მერია ახორციელებდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე