პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები ფოსტით ჩატარდება

საქართველო, თბილისი - 23:40 | 08.05.2020
ნანახია: 553

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ კორონავირუსის პანდემიის გამო ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტის არჩვენების ჩატარებას ფოსტის მეშვეობით. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივანმა ბლაჟეი სპიხალსკიმ განაცხადა.

დოკუმენტი ძალაში მისი ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ შევა.

პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტური 10 მაისს უნდა გამართულიყო. დუდას უფლებამოსილება 2020 წლის ზაფხულში იწურება. კონსტიტუციის თანახამდ, ახალი პრეზიდენტის არჩევნები გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს. კონსტიტუცია შესაძლებლობას იძლევა არჩევნების მოგვიანებით გადაიწიოს, პირველი ტურის ჩატარების ბოლო თარიღი კი 23 მაისია.

არჩევნების გამართვის ზუსტი თარიღი ჯერ გარკვეული არ არის. პრეზიდენტის პოსტისთვის 10 კანდიდატი იბრძვის, მათ შირის ახლანდელი პრეზიდენტი ანჯეი დუდაც, რომელიც „კანონი და სამართლის“ კანდიდატია.  

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე