ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსისგან 48 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 21:24 | 08.05.2020
ნანახია: 603

თურქეთში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები ბოლო 24 საათში 1 848-ით გაიზარდა, გარდაიცვალა 48 პაციენტი. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 135-ს გადააჭარბა. ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ ქოჯა ავრცელებს.

ერთ დღეში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვმა 1 აპრილის შემდეგ მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია.

„დღეს გამოვლინდა 1 848 ახალი შემთხვევა, საერთო ჯამში ინფიცირებულია - 135 569. დღეს დავკარგეთ 48 პაციენტი, საერთო ჯამში გარდაცვლილია - 3 689. დღეს გამოჯანმთელდა 3 412 პაციენტი, სულ - 86 396“, - დაწერა ქოჯამ Twitter-ზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე