საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 623-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 10:01 | 08.05.2020
ნანახია: 748

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 623-მდე გაიზარდა.ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 623 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 288 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4723 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 446.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე