31 წლის მამაკაცი, რომელმაც გადაიტანა კორონავირუსი, ორი ინსულტი, სეფსისი და გულის გაჩერება, გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 09:56 | 08.05.2020
ნანახია: 1023

კორონავირუსით ინფიცირებულმა 31 წლის ბრიტანელმა ომარ ტეილორმა, რომელმაც გადაიტანა რამდენიმე მძიმე დაავადება, კლინიკა ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ  ჯანმრთელმა დატოვა. იუწყება Daily Mail.

როგორც გამოცემა წერს, მამაკაცის ოჯახს ურჩევდნენ ყველაზე უარესისთვის მომზადებულიყვნენ. ომარი მედიკამენტოზურ კომაში შეიყვანეს, რის შემდეგაც კლინიკაში ერთი თვის განმავლობაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული და მკურნალობას განაგრძობდა.

მას შემდეგ, რაც ტეილორი გონზე მოვიდა, დაკარგა მგრძნობელობა მარჯვენა ხელში და რეაგირების უნარი. გაირკვა, რომ კომაში ყოფნის პერიოდში მან ორი ინსულტი გადაიტანა, მანამდე კი განუვითარდა სეფსისი და გულიც გაუჩერდა.

ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ომარი სიარულს ვერასდროს შეძლებდა. ისინი მის გამოჯანმრთელებას ნამდვილ სასწაულს უწოდებენ.

 „ვუყურებდი 2 და 4 წლის ბავშვებს და ვფქირობდი, როგორ მეთქვა მათთვის, რომ მამა უკვდებოდათ“, - იხსენებს ტეილორის ცოლი.

ამის მიუხედავად, ომარმა გამოჯანმრთელება დაიწყო. კლინიკიდან გაწერის დროს ექიმებმა მას ტაში დაუკრეს. მამაკაცს ძალების აღდგენის ხანგრძლივი პერიოდის გავლა მოუწევს. თუმცა ყველაზე ცუდი უკვე უკან არის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე