გასულ 24 საათში, ჩინეთში კორონავირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 09:22 | 08.05.2020
ნანახია: 687

გასულ 24 საათში, ჩინეთში კორონავირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის 16 ვირუსის უსიმპტომო მატარებელია. გამოჯანმრთელდა 36 პაციენტი, გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.

ერთადერთი შიდა გადაცემა დაფიქსირდა ცზილინის პროვინციაში.

1 აპრილიდან ჩინეთის ხელისუფლებამ დაიწყო დაავადების უისიმპტომოდ მიმდინარეობის შესახებ მონაცემების გამოქვეყნება. გასულ ერთ დღეში გამოვლინდა 16 ასეთი შემთხვევა და ყველა შიდა გადაცემაა.

კორონავირუსის პირველწყაროდ აღიარებულ ხუბეის პროვინციაში ბოლო 24 საათში არ დაფიქსირებულა გარდაცვალების შემთხვევა, კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები აღარ იმყოფებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე