მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმსარულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 21:57 | 07.05.2020
ნანახია: 845

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმსარულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. ბრძანება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სააკაშვილის მოადგილედ ალექსანდრ ოლიშანსკი დაინიშნა.

ზელენსკიმ სააკაშვილს ახალ თანმდებობაზე დანიშნვა მიულოცა. „გულწრფელად ვულოცავ მიხეილ ნიკოლოზის ძეს ახალ საპასუხისმგებლო გამოწვევას. მწამს, რომ ის შეძლებს იმპულსი მისცეს რეფორმების ეროვნულ საბჭოს და დაეხმარება მას ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელოს“, - ნათქვამია პრეზიდენტ ზელენსკის მილოცვაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე