ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსით 57 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 21:36 | 07.05.2020
ნანახია: 768

თურქეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 1977-ით გაიზარდა, გარდაიცვალა 57 პაციენტი. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 133 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ ქოჯა ავრცელებს.

კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიურმა მაჩვენებელმა 1 აპრილის ნიშნულს მიაღწია.

 „დღეს გამოვლინდა 1977 ახალი შემთხვევა, სულ ინფიცირებულია 133 721. დღეს დავკარგეთ 57 პაციენტი, საერთო ჯამში გარდაცვლილია 3 641. გამოჯანმრთელდა 4 782 პაციენტი, სულ - 82 984“, - დაწერა ქოჯამ Twitter-ზე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე