ბერნარ არნო მსოფლიოში ყველაზე ღატაკი მილიარდერი გახდა

საქართველო, თბილისი - 19:40 | 07.05.2020
ნანახია: 1038

ფრანგული კომპანია Louis Vuitton-ის მფლობელმა ბერნარ არნომ 30 მლრდ დოლარი დაკარგა. მონაცემებს Bloomberg Billionaires Index-ი აქვეყნებს. ეს ყველაზე დიდი თანხაა, რომელიც კრიზისის დროს ერთმა ადამიანმა დაკარგა.

Bloomberg-ი წერს, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს მთელს მსოფლიოში არნოს კუთვნილი ბუტიკების უმეტესობა ერთ თვეზე მეტი ხნით დაიკეტა. მიმდინარე წელს LVMH-ის აქციების ფასი 19 პროცენტით შემცირდა.

კომპანიის ფინანსური დირექტორის ჟან-ჟაკ გიონის თქმით, არნოს ბიზნესის მომავალი დამოკიდებული იქნება ჩინეთის ბაზარზე, რომელზეც მოდის ფუფუნების ნივთების გაყიდვების მესამედზე მეტი.

ბაზარზე კორონავირუსის პანდემიის გავლენის გამო, მსოფლიოს 20 უმდიდრესი ადამიანის ქონება ჯერ კიდევ მარტში, ერთობლივად, თითქმის 300 მლრდ დოლარით შემცირდა. Forbes-ს მონაცემებით, ყველაზე ბევრი სწორედ ბერნარ არნომ დაკარგა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე