ნიუ იორკის შტატში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 18:15 | 07.05.2020
ნანახია: 764

ნიუ იორკის შტატში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა და 20 597-ს მიაღწია. მონაცემებს ჯანდაცვის დეპარტამენტი აქვეყნებს.

მონაცემების თანახმად გარდაცვლილთა შორის 8 491 ქალია, ხოლო 12 097 მამაკაცი.

შეერთებულ შტატებში საერთო ჯამში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 73 ათასს გადააჭარბა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს აშშ-ში 73 039 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 1 223 468-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა დაახლოებით 190 ათასი ადამიანი.

დღეის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3 755 112-ს შეადგენს, გარდაიცვალა 263 841 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 245 544 პაციენტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე