დუბაის Duty free-მ რუსების გამო 55 მლნ დოლარი დაკარგა

საქართველო, თბილისი - 13:19 | 07.01.2016
ნანახია: 1314

დუბაის Duty free-მ რუსების გამო 55 მლნ დოლარი დაკარგა. რუსეთის მოქალაქეებმა დუბაის აეროპორტებში განთავსებულ
 
duty free-ში ვაჭრობა შეამცირეს, რამაც ოპერატორი კომპანიის შემოსავლების 55 მლნ დოლარით შემცირება განაპირობა, წერს არაბული გამოცემა The National.
Duty free-ში გაყიდვების რამდენიმე წლიანი ზრდის შემდეგ, 2015 წელს გაყიდვები 15 %-ით შემცირდა.

როგორც ანალიტიკოსები ფიქრობენ, გაყიდვების კლება ეროვნული ვალუტის დირხამის გამყარებამ განაპირობა.

თუმცა მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა ვაჭრობა შეამცირეს, დუბაის აეროპორტების Duty free-ში ვაჭრობას მოუმატეს აფრიკის, პაკისტანის და ინდოეთის მოქალაქეებმა.
უნდა აღინიშნოს, რომ დუბაის ორ აეროპორტში Dubai International Airport-სა და Al Maktoum Airport-ში 2015 წელს გაყიდვების მოცულობამ 1,9 მლრდ დოლარი შეადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე