საქართველოში კორონავირუსისგან 275 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 10:20 | 07.05.2020
ნანახია: 598

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 275-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 615 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 275 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 9.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5002 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 485.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე