აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 73 ათასს აჭარბებს

საქართველო, თბილისი - 09:53 | 07.05.2020
ნანახია: 587

შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 73 ათასს გადააჭარბა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს აშშ-ში 73 039 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 1 223 468-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა დაახლოებით 190 ათასი ადამიანი.

დღეის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3 755 112-ს შეადგენს, გარდაიცვალა 263 841 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 245 544 პაციენტი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე