რუსეთის კულტურის მინისტრს COVID-19 დაუდგინდა

საქართველო, თბილისი - 16:04 | 06.05.2020
ნანახია: 592

რუსეთის კულტურის მინისტრ ოლგა ლუბიმოვას COVID-19 დაუდგინდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ლუბიმოვა თვითიზოლაციაში, თავის სახლში იმყოფება. ის მუშაობას განაგრძობს და ვიდეოშეხვედრებსა და კონფერენციებს მართავს.

არსებული ინფორმაციით, ლუბიმოვას დაავადების მსუბუქი ფორმები აქვს.

გასულ კვირას კორონავირუსი დაუდგინდა რუსეთის პრემიერ მინიტრ მიხაილ მიშუსტინსა და მშენებლობის მინისტრ ვლადიმირ იაკუშევსაც.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე