ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველო, თბილისი - 14:13 | 06.05.2020
ნანახია: 611

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. იტყობინება რუსული სააგენტო "რია ნოვოსტი".

გავრცელებული ცნობით, ინფიცირებულია მამაკაცი, რომელიც 30 აპრილს რუსეთიდან ჩავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ინფიცირებული კარანტინში იმყოფებოდა, რა დროსაც მას ტემპერატურა აღენიშნებოდა. ჩატარებულმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ოკუპირებული ცხინვალის მთავარი სანიტარული ექიმის ინფორმაციით, პაციენტი კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე