საქართველოში კორონავირუსისგან 269 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 10:45 | 06.05.2020
ნანახია: 565

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 269-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 610 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 269 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 9.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5133 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 523.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე