კახეთში სასწრაფოს ექიმს, რომელსაც სწრაფი ტესტით COVID-19 დაუდასტურდა, PCR ტესტის შედეგად კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

საქართველო, თბილისი - 22:48 | 05.05.2020
ნანახია: 720

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კახეთში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმს, რომელსაც სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა, PCR ტექნოლოგიით ჩატარებული ტესტის შედეგად ვირუსი არ აღმოაჩნდა.

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არ დადასტურდა ამ შემთხვევაში კორონავირუსი, თუმცა ველოდებოდით დამატებით კვლევას. ბოლო კვლევის პასუხი ჩემთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ რასაც განაცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, შესაბამისად, უნდა ენდოთ მათ განცხადებას. შესაძლებელია, იყოს გარკვეულწილად ტესტის ხარვეზი. ტესტის ხარვეზები ხდება, ცრუ დადებითი არ არის გამორიცხული, რომ იყოს PCR ტექნოლოგიების გამოყენების დროსაც, უჩვენებს ძალიან სუსტად დადებითს და ა.შ. რომელიც ექვემდებარება გადამოწმებას. სწორედ ამიტომ ხდება შემდეგ ამ შედეგების რამდენჯერმე გადამოწმება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე