თუშეთი-ომალოს გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის ქვეშ რამდენიმე ადამიანი მოყვა

საქართველო, თბილისი - 19:48 | 05.05.2020
ნანახია: 903

თუშეთი-ომალოს გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენიმე ადამიანი მოიყოლა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა განაცხადა, რომ ზვავში მოყოლილი ადამიანები ტრაქტორისტები არიან, რომლებიც გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებდნენ.

ადგილზე სიტუაციების მართვის კახეთის სამმართველოს მაშველები მიემართებიან. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე